სამართლებრივი დოკუმენტი
ვებგვერდის გამოყენების წესები
ვერსია 1.0.0 · ძალაშია 15.05.2026-დან
მნიშვნელოვანი განმარტება: წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს მხოლოდ ვებგვერდით www.gamkrelidzelegal.ge სარგებლობის პირობებს. გარე იურიდიული დეპარტამენტის მომსახურების ფაქტობრივი პირობები (პაკეტები, ღირებულება, ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ვადა და შეწყვეტა და სხვ.) განისაზღვრება კომპანიასა და კლიენტს შორის ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულებითა და
გარე იურიდიული დეპარტამენტის მომსახურების სტანდარტული პირობებით. წინააღმდეგობის შემთხვევაში ამ დოკუმენტს, ინდივიდუალურ ხელშეკრულებასა და სტანდარტულ პირობებს შორის, უპირატესობა ენიჭება ინდივიდუალურ ხელშეკრულებასა და სტანდარტულ პირობებს, კონკრეტულად მომსახურების პირობებთან დაკავშირებულ საკითხებში.
1. ზოგადი დებულებები
1.1.წინამდებარე გამოყენების წესები არეგულირებს შპს „გამყრელიძე ლეგალ“-ის (ს/ნ: 405871089, შემდგომში — „კომპანია“) ვებგვერდით www.gamkrelidzelegal.ge (შემდგომში — „ვებგვერდი“) სარგებლობის პირობებს.
1.2.ვებგვერდზე შესვლა და მისით სარგებლობა ნიშნავს წინამდებარე წესების უპირობო მიღებას. თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას, გთხოვთ, არ ისარგებლოთ ვებგვერდით.
2. ვებგვერდის დანიშნულება
2.1.ვებგვერდი წარმოადგენს საინფორმაციო რესურსს, რომლის მეშვეობითაც კომპანია აწვდის ვიზიტორებს ინფორმაციას თავისი მომსახურების, პაკეტებისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.
2.2.ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ატარებს ზოგადი ხასიათის ინფორმაციული მიმოხილვის ხასიათს და არ წარმოადგენს კონკრეტულ სამართლებრივ რჩევას. ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია შესაძლებელია მხოლოდ კომპანიასთან ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
3. ინტელექტუალური საკუთრება
3.1.ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა — ტექსტი, დიზაინი, ლოგო, გრაფიკული ელემენტები და სხვა კონტენტი — წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას ან გამოიყენება შესაბამისი უფლების საფუძველზე.
3.2.ვებგვერდის მასალების კოპირება, გავრცელება, რეპროდუცირება ან კომერციული გამოყენება დაუშვებელია კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა პირადი, არაკომერციული გამოყენებისა.
4. კონფიდენციალურობა
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
5.1.კომპანია ცდილობს, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია იყოს ზუსტი და განახლებული, თუმცა არ იძლევა გარანტიას ინფორმაციის სისრულის, სიზუსტის ან უწყვეტი ხელმისაწვდომობის შესახებ.
5.2.კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებგვერდის დროებითი მიუწვდომლობით, ტექნიკური შეფერხებით ან ვებგვერდზე განთავსებული ზოგადი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით გამოწვეულ ზიანზე. კონკრეტული სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტამდე რეკომენდირებულია კომპანიასთან პირდაპირი კონსულტაცია.
6. ბმულები მესამე მხარის ვებგვერდებზე
6.1.ვებგვერდი შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებგვერდებზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ასეთი ვებგვერდების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე ან უსაფრთხოებაზე.
7. ცვლილებები
7.1.კომპანიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაახლოს წინამდებარე წესები. განახლებული ვერსია ქვეყნდება ამ გვერდზე, ახალი ვერსიის ნომრითა და ძალაში შესვლის თარიღით.
8. მარეგულირებელი სამართალი და დავების გადაწყვეტა
8.1.წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
8.2.ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა თავდაპირველად წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში — საქართველოს სასამართლოში, კომპანიის იურიდიული მისამართის მიხედვით.
9. საკონტაქტო ინფორმაცია